საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გიორგი ფანგამმა მონაწილეობა მიიღოEU4Energy-ს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონისკონფერენციაში “ტრანსასაზღვროგამტარუნარიანობის ხელშეწყობისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირშიინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ”.
გიორგი ფანგანმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრასაქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშაელექრტოგადამცემი ხაზის მნიშვნელობაზე და ხაზიგაუსვა მარეგულირებლის როლს აღნიშნულიპროექტის განხორციელების პროცესში.
კონფერენციაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამისფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა დააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობოუწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისადა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისწარმომადგენლები.
EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირისმიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპისენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) დაენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community).