ჰელიოთერმული ტბები

მზის ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეა “მზის მარილიანი ტბორი”, რომელიც ჰელიოტექნიკისა და ჰიდროტექნიკის კომბინაციას წარმოადგენს.

მზის ტბორი წარმოადგენს მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე რამდენიმე მეტრის სიღრმის პატარა ავზს. ზედა  კონვექციის ფენა მტკნარი წყალია; მის ქვევით არის გრადიენტული ფენა, რომლის მარილის კონცენტრაცია ქვევით თანდათან იზრდება; ყველაზე ქვევით არის ძლიერი მარილხსნარის ფენა. ფსკერი და კედლები დაფარულია შავი მასალით სითბოს შთანთქმის მიზნით. გაცხელება ხდება ქვედა ფენაში, რამდენადაც მარილის წყალხსნარს წყალთან შედარებით უფრო მაღალი სიმკვრივე აქვს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება, რამდენადაც მარილი ცხელ წყალში უკეთესად იხსნება. ფენების კონვექტიური შერევა არ ხდება და მარილხსნარი შეიძლება გაცხელდეს 100°ჩ-მდე და მეტად. მარილხსნარში მოთავსებულია მილოვანი თბომცვლელი, რომელშიც ცირკულირებს ადვილადადუღებადი სითხე (ამიაკი, ფრეონი და სხვ.) და გახურებისას ორთქლდება, გადასცემს რა კინეტიკურ ენერგიას ორთქლის ტურბინას. ამ ტიპის მსხვილი ელექტროსადგურია ისრაელში, მისი სიმძლავრეა 5 მვტ, ტბორის ფართობი 250 000 მ2, სიღრმე 3მ.

მზის (მარილიანი) ტბორი, მარილიანი ტბა როგორც მზის ენერგიის აკუმულატორი პირველად შემოთავაზებულ იქნა 1902 წელს ა.ფონ კალეზიცკის მიერ, რომელმაც ტრანსილვანიაში მადვეს ტბის ფსკერთან აღმოაჩინა 70 ⁰С ტემპერატურა, ამასთან წყლის ზედაპირის ტემპერატურა არ განსხვავდებოდა ტემპერატურისგან, რომელიც შეიმჩნევა ჩვეულებრივ ტბაში.

პოზიცია