ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ევროპისთვის ცუდ იდეად მიიჩნევს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის „ცუდი შეთანხმება“ ევროპისთვის და აპირებს თვალი გადაავლოს იმ სანქციებს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ამ პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მიიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფასკიმ სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, ისაუბრეს თუ არა ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ამ საკითხზე მათი პირველი სატელეფონო საუბრის დროს, რაზეც ფასკიმ უპასუხა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ასევე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ბაიდენი გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის, სანქციები ამ პროექტის წინააღმდეგ, რაზეც ფასკიმ უპასუხა, რომ „პრეზიდენტი უწინდებურად თვლის, რომ ეს არ არის კარგი პროექტი ევროკავშირისთვის. ჩვენთვის ცნობილია წინა ადმინისტრაციის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და ჩვენ ყურადღებით ჩავიხედებით მასში“ – დასძინა მან.

მისივე თქმით, ამერიკელები ამ პროექტის განხილვას აპირებენ ევროპელ კოლეგებთანაც.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციამ პროექტ „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, შედეგად კი ეს პროექტი ამ ეტაპზე გაყინულია. რუსეთი აღნიშნულ სანქციებს უსაფუძვლოს და ბოროტ განზრახვას უწოდებს, რომელიც არღვევს კონკურენციის არსებულ ნორმებს.

Leave a Reply