დავით მირცხულავა: ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ენერგეტიკულ ბირჟას ახლავს გარკვეული რისკები

ენერგეტიკის ბაზარზე დაგეგმილი  რეფორმის თანახმად, მიმდინარე წლიდან ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი. მოსალოდნელ რისკებსა და გამოწვევების შესახებ “ენერგონიუსი” ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა.

ხსენებული რეფორმის თანახმად, მოხდება გამოყოფა ენერგეტიკის კონკურენტული ნაწილის და ეს კონკურენტული ნაწილი იქნება მწარმოებელი ენერგეტიკულ ბირჟაზე. დავით მირცხულავას აზრით, საკმაოდ რთულ ეტაპზე ხდება გადასვლა, სადაც უმნიშვნელოვანესია რიკსები იყო სწორად შეფასებული და აწონ-დაწონილი. თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა მას ძალიან კარგ მოვლენად მიაჩნია, თუმცა აღნიშნავს, რომ ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მის დაარსებას ახლავს ძალიან დიდი რისკები. “მე ბუნებრივია მსურს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ენერგეტიკული ბირჟა და ძალიან დიდი ხანია მომხრე ვარ ენერგობაზრის ლიბერალიზაციისკენ სვლის, თუმცა ბევრ ქვეყანაში მსგავსი ნაბიჯების გადაგმა თავის დროზე ძალიან დიდ რისკის შემცველად შეაფასეს. მაგალითად, სანამ ისრაელმა დამატებით 30%-იანი სარეზერვო სიმძლავრეები არ შექმნა, მანამდე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისკენ სვლა არ გარისკა.”

მიუხედავად დიდი რისკებისა, ექსპერტი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ სწორად მოხდება მათი შეფასება და გამოვლენილი საფრთხეების დაძლევაც წარმატებით განხორციელდება.

ნინო სამადაშვილი

პოზიცია