IDFI – 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა

2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტრო ენერგიის მოხმარება, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია “ენგურჰესის” გენერაციის შემცირებით. ამასთან, 2020 წელს მაღალი ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი განხორციელდა. მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

IDFI-ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უნდა შემუშავდეს სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ენერგოეფექტურობის ზრდაზე და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. IDFI-ის მიმოხილვა ვრცლად იხილეთ ბმულზე.

პოზიცია