HYUNDAI-მ ბაზარზე ელექტრომობილი CROSOVER IONIQ-5 გამოუშვა

Hyundai-მ ბაზარზე ელექტრო Crosover Ioniq-5 გამოუშვა. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ ეს მოდელი 2025 წლისთვის კომპანიას ელექტრომობილების მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილზე გაიყვანს.

Hyundai აცხადებს, რომ ეს მოდელი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ ახალ პლატფორმაზეა დაფუძნებული, რაც ნაკლებ ფასში უფრო სწრაფ წარმოებას უზრუნველყოფს. Ioniq-5-ი გარკვეულ რეგიონებში ხელმისაწვდომი უკვე წლის პირველი ნახევრიდან იქნება.

ავტომწარმოებელი ახალი ქროსოვერის ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ახალი მოდელის ფასი ევროპაში 51 100 დოლარიდან დაიწყება.

მომავალ წელს Hyundai მსოფლიო მასშტაბით 100 000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.

Leave a Reply

Menu Title