ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

რუსეთი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 150 მ³ გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს

“სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ხელი მოაწერეს ერთთვიან ხელშეკრულებას საქართველოში რუსული გაზის ტრანზიტის თაობაზე, განაცხადა “სოკარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა.

”ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის გავლით 150 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გადაიგზავნება”, – განაცხადა მან.

“სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ასევე ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რუსული გაზის მიწოდებაზთან დაკავშირებით, მილსადენზე განსახორციელებელი ტექნიკური სამუშაოების თაობაზე. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება აღდგება კვლავ საქართველოს გავლით.

თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა “გადაფურცლოს მტრობის ფურცელი” და რეგიონში “უკეთესი კლიმატის” უზრუნველსაყოფად, აქტიურად ითანამშრომლოს მეზობლებთან.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply