რა საფრთხეს შეიცავს სომხეთის ატომური სადგური, რომელიც სეისმურ ზონაში მდებარეობს

მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გურ­მა, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­ში დაბა მე­წა­მორ­ში მდე­ბა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სრუ­ლად შე­ა­ჩე­რა. ამის მი­ზე­ზი ყო­ველ­წლი­უ­რი გეგ­მი­უ­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია, რომ­ლის დრო­საც რე­აქ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ზო­ნის სრუ­ლი დაც­ლა მოხ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აეს-ის სა­იტ­ზე გავ­რცელ­და.

„2021 წლის 15 მა­ი­სის 00:25 სა­თი­დან და­ი­წყო ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე №2 ენერ­გობ­ლო­კის გა­ჩე­რე­ბა, ხოლო 11:45 სა­ათ­ზე ის სრუ­ლად გა­ი­თი­შა ენერ­გო­სის­ტე­მი­დან. ატო­მუ­რი სად­გუ­რი გა­ჩერ­დე­ბა 141 დღით, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბით, რო­მელ­მაც პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით №2 ენერ­გობ­ლოკს მუ­შა­ო­ბა უნდა გა­უ­ხანგძლი­ვოს“, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრეს-სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა 400 სპე­ცი­ალ­სი­ტი ბე­ლა­რუ­სი­დან, რუ­სე­თი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ხორ­ვა­ტი­ი­დან, ჩე­ხე­თი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ენერ­გობ­ლო­კის ამუ­შა­ვე­ბა 2021 წლის 2 ოქ­ტომ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი.ასევე დაგაინტერესებთ

სომ­ხე­თის ტო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი არის ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი ატო­მუ­რი ენერ­გო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც 1979 წელს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში და 1989 წლის სპი­ტა­კის და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ გა­ჩერ­და. 1995 წელს მოხ­და მისი გან­კონ­სერ­ვე­ბა, რის შემ­დე­გაც ის კვლავ ჩა­ეშ­ვა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. ეს აესი ქვეყ­ნის ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბის მე­სა­მედს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

ევ­რო­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია სომ­ხეთს ამ ელექტრო­სად­გუ­რის და­ხურ­ვი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, მი­იჩ­ნევს, რომ საბ­ჭო­თა დროს აგე­ბულ სად­გურს მო­დი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც არ შე­უძ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სომ­ხეთ­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი მოხ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად მი­წისძვრა, არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს და კა­ტასრო­ფუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს, რო­გორც სომ­ხეთს, ისე მის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ქვეყ­ნებს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ იმ რის­კებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­საც მათი არ­სე­ბო­ბა შე­ი­ცავს. ია­პო­ნი­ა­ში მოხ­და­რი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ ფუ­კუ­სი­მის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლამ მთე­ლი მსოფ­ლიო იმა­ზე და­ა­ფიქ­რა, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­ერ­თოდ ატო­მუ­რი ენერ­გია. „ფუ­კუ­სი­მა 1“-ის კა­ტას­ტრო­ფა არ არის ერ­თა­დერ­თი ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნა. მსგავ­სი რამ მოხ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­კი­ლო­მეტ­რი­ან კუნ­ძულ­სა და ჩერ­ნო­ბილ­ში.

რო­დე­საც ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე მსჯე­ლო­ბა იწყე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად გა­მოთ­ქვა­მენ მო­საზ­რე­ბას, რომ შე­საძ­ლოა, მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში „ატო­მუ­რი ობი­ექ­ტი“ იყოს. უპირ­ვე­ლეს არ­გუ­მენ­ტად მისი ხან­დაზ­მუ­ლო­ბა მოჰ­ყავთ. ეს სად­გუ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში აშენ­და, ანუ ჩერ­ნო­ბი­ლის ელექტრო­სად­გუ­რამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იგი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ძველ სტან­დარ­ტებ­სა და ნორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე რის­კფაქ­ტო­რებს ვერ პა­სუ­ხო­ბენ. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ფი­ზი­კო­სე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, ელექტრო­სად­გუ­რის არა­სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ელექტრო­სად­გუ­რი სე­ის­მუ­რად მე­ტად აქ­ტი­ურ ზო­ნა­შია აშე­ნე­ბუ­ლი.

იგი ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს მთებ­თან, სა­დაც არ­სე­ბობს „მი­ძი­ნე­ბუ­ლი“ ვულ­კა­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, მისი „გა­მოღ­ვი­ძე­ბა“ სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია

სწო­რედ ამ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გამო, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, თურ­ქეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სომ­ხეთს, და­ე­ხუ­რა მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი. სად­გუ­რი რომ უნდა და­ი­ხუ­როს, ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­შიც არის ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დაბა მე­წა­მორ­ში მდე­ბა­რე ატო­მურ სად­გურ­ზე სომ­ხე­თის ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბის 40% მო­დის. სწო­რედ ამი­ტომ აჭი­ა­ნუ­რებს სომ­ხე­თი ელექტრო­სად­გუ­რის და­ხურ­ვას.

მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი, ერევ­ნი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს, თბი­ლი­სი­დან კი 113 კმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი

ელექტრო­სად­გუ­რი 1970-იან წლებ­ში აშენ­და და შედ­გე­ბა ორი ენერ­გობ­ლო­კის­გან. 1988 წელს რე­გი­ონ­ში მოხ­და 6,9 მაგ­ნი­ტუ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მი­წისძვრა, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრი მხო­ლოდ 75 კი­ლო­მეტ­რით იყო და­შო­რე­ბუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი­დან. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­წა­მო­რის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ შვი­დი წლის შემ­დეგ კვლავ აა­მოქ­მე­და ის, ვი­ნა­ი­დან 1988-94 წლებ­ში მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ომის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნას თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.

მას შემ­დეგ რაც, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მცხე­თის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის (“მცხე­თის რე­აქ­ტო­რად” ცნო­ბი­ლი “მუ­ხათ­გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი” 1960 წელს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში) კონ­სერ­ვა­ცია მოხ­და, მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გუ­რი კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია.

„ფუ­კუ­სი­მა 1“-ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სრულ უარ­ყო­ფა­ზე ალა­პა­რაკ­და. ევ­რო­პე­ლე­ბი სა­კუ­თარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს დაც­ვის გამ­კაც­რე­ბა­სა და ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას სთხო­ვენ. გერ­მა­ნელ­მა ხალ­ხმა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ე­ბით არა­ერ­თხელ გა­აპ­რო­ტეს­ტა. გერ­მა­ნი­ის ხე­ლისფლე­ბამ პი­რო­ბა დადო, რომ ქვეყ­ნის მას­შა­ტა­ბით არ­სე­ბულ თი­თო­ე­ულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურს 2020 წლის­თვის და­ხუ­რავ­და. საფ­რან­გე­თი და ეს­პა­ნე­თი თა­ვი­ანთ ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე ტეს­ტებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ, რაც ამ სად­გუ­რე­ბის შემ­დგომ ბედს გან­სა­ზღვრავს. ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე უა­რის თქმა შვე­ი­ცა­რი­ა­მაც გა­და­წყვი­ტა, სა­დაც ქვეყ­ნის ენერ­გო­რე­სურ­სის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლის 40 პრო­ცენ­ტი სწო­რედ ამ სად­გუ­რებ­ზე მო­დი­ო­და.

ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი, აკა­დე­მი­კო­სი ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს სწავ­ლობ­და ამ­ბობ­და, რომ ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე ერთი ხე­ლის მოს­მით უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა:

“რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნდა ჟღერ­დეს, ბირ­თვუ­ლი, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა. რე­აქ­ტო­რე­ბის შიგ­ნით რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა – ურა­ნი ან პლუ­ტო­ნი­უ­მი სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტე­ი­ნე­რებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მის ირ­გვლივ ცირ­კუ­ლი­რე­ბა­დი წყა­ლი მერე ორ­თქლად გა­და­იქ­ცე­ვა, ორ­თქლი კი ტურ­ბი­ნებს ამოძ­რა­ვებს და წარ­მო­იქ­მნე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია. აქ თით­ქოს სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რია, თუ ავა­რია არ მოხ­და, ან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა არ და­უშ­ვეს. რო­გორც ცხოვ­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბის მიღ­წე­ვა საკ­მა­ოდ ძნე­ლია. “ფუ­კუ­სი­მა 1″-ზე 6 რე­აქ­ტო­რია. ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ზი­ან­და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, კონ­ტე­ი­ნე­რი გა­და­ხურ­და და და­ზი­ან­და. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ კა­ტას­ტრო­ფის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა ცუ­ნა­მი, ხოლო თვით მი­წისძვრამ რე­აქ­ტო­რი ვერ და­ა­ზი­ა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე ერ­თბა­შად უა­რის თქმა ალ­ბათ, არ შე­იძ­ლე­ბა. მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა შე­იკ­რი­ბონ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი, მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, და გა­და­წყვი­ტონ მო­მა­ვალ­ში ბირ­თვუ­ლი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა”, – აცხა­დებ­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ “გზას­თან” ინ­ტერ­ვუ­ში ლო­მი­ნა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გურს, ლო­მი­ნა­ძე იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია:

“სომ­ხე­თის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი მო­დე­ლია, ძვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა შექ­მნი­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უამ­რა­ვი ნაკ­ლი აქვს. მისი რე­სურ­სი უკვე ამო­წუ­რუ­ლია, მაგ­რამ სომ­ხეთს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი არა აქვს იმის­თვის, რომ ელექტრო­ე­ნერ­გია აწარ­მო­ოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სად­გუ­რი სე­ის­მუ­რად სა­ხი­ფა­თო ზო­ნა­შია აგე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა საფრ­თხეს, – ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ავა­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში, საით და­უ­ბე­რავს ქარი. რა­დი­ა­ცი­უ­ლი ღრუბ­ლის გავ­რცე­ლე­ბა და მი­მარ­თუ­ლე­ბა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: საით და რა სიჩ­ქა­რით და­უ­ბე­რავს ქარი, რო­დის მოვა წვი­მა და რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის თავ­ზე იქ­ნე­ბა წვი­მის დროს ღრუ­ბე­ლი. ჩერ­ნო­ბი­ლის ავა­რი­ის შემ­დეგ, რა­დი­ა­ცი­ულ­მა მტვერ­მა მთელ ევ­რო­პას შე­მო­უ­ა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­საც გად­მოს­წვდა”.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ “არ­სე­ნა­ლის” მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილს. იგი მი­იჩ­ნევს, რომ მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გუ­რის ცალ­სა­ხად სა­ში­შად მიჩ­ნე­ვა და გან­გა­შის ატეხ­ვა სწო­რი არ იქ­ნე­ბა:

“მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ატო­მუ­რი სად­გუ­რია და ასე რომ მი­ვუდ­გეთ, მა­შინ გა­მო­დის, რომ უნდა და­ი­ხუ­როს ყვე­ლა. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა და­ი­წყოს, რო­მელ­მაც მისი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი უნდა გა­ზარ­დოს. ევ­რო­კავ­ში­რი სომ­ხეთს 200 მლნ ევ­როს სთა­ვა­ზობ­და, რათა სად­გუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნა, იყო მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ და­ე­კე­ტათ და ახა­ლი აე­შე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ეს და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე დაჯ­დე­ბო­და და ამი­ტომ შე­ჩერ­დნენ. უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის დგას ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გურს, მან გა­უძ­ლო სა­ში­ნელ მი­წისძვრას მა­შინ და არა­ნა­ი­რი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ამ­გვა­რად, ვერ ვი­ტყვით, რომ სა­გან­გა­შოა მისი არ­სე­ბო­ბა. ატო­მუ­რი საწ­ვა­ვის და­მარ­ხვა და კონ­სერ­ვა­ცია სა­თა­ნა­დოდ უნდა მოხ­დეს, რომ ამან არ შექ­მნას საფრ­თხე. ახლა ეს ატო­მუ­რი მა­სე­ბი უშუ­ა­ლოდ ამ ატო­მუ­რი სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს ინა­ხე­ბა, რაც სა­ში­შია. ეს სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს. სა­ბოჭთა დროს სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცია. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყვე­ლა­ზე იაფი წყა­რო”, – გვი­თხრა ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply

Menu Title