გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია: 5-ჯერ გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები ბოლო 50 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ამ მოვლენებთან დაკავშირებული სიკვდილობის მაჩვენებელი დაეცა.

გაეროს გარემოსა და კლიმატზე დაკვირვების სააგენტო -მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია- ამდენად, იტყობინება, რომ ამინდთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები გასული ხუთი დეკადის განმავლობაში საშუალოდ ყოველ დღე ხდებოდა, რაც საშუალოდ, მთელი ეს პერიოდი დღიურად 115 ადამიანის სიკვდილს და 202 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალს წარმოშობდა.

მამი მიცუტორიმ, რომელიც გაეროს სპეციალური წარმომადგენელია ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხრივ, ამბობს, რომ ყოველწლიურად 31 მილიონი ადამიანის იძულებითი გადაადგილება ხდება. აქედან, ყოველწლიურად 26 მილიონი კი სიღარიბეში ხვდება, რასაც დღესდღეობით კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ უფრო ამწვავებს.

ანგარიშის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პიტერ ტაალასი. მისი თქმით, აღნიშნულ საანგარიშო დროში, ერთადერთი კარგი რამ, რაც მოხდა, არის ის, რომ ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულთა რიცხვი სამჯერ შემცირდა. მისი აზრით, ეს გაუმჯობესებული გამაფრთხილებელი ზომების და კატასტროფების მენეჯმენტის უკეთესი სისტემების საშუალებით გახდა შესაძლებელი.

წყარო: amerikiskhma.com

Leave a Reply