ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

მთავრობა ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს

მთავრობა, ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმატივებს აღემატება, პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილegamon ნორმატივებს აღემატება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply