ნორვეგია ქვანახშირის ბოლო არქტიკულ საბადოს 2023 წელს დახურავს

ნორვეგიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანი“ აცხადებს, რომ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ქვანახშირის ბოლო საბადოს 2023 წელს დახურავს. აღნიშნული საბადო უკვე 120 წელია ექსპლუატაციაშია და მასზე ამჟამად 80 ადამიანია დასაქმებული.

„ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანიმ“ ბოლო ოც წელიწადში კუნძულებზე ქვანახშირის არაერთი საბადო დახურა. მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა მომცრო, მე-7 საბადო, რომელიც ნედლეულით ადგილობრივ ენერგო სადგურს ამარაგებს. მოპოვებული ქვანახშირის ნაწილი კი ექსპორტზე გადიოდა.

გლობალური დათბობის პროცესი არქტიკულ კუნძულებზე იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე პლანტის სხვა რომელიმე არეალში. ეს კი ადგილობრივ მყიფე ეკოსისტემას დიდ რისკებს უქმნის. ნორვეგიას სწორედ ამ რისკების შემცირება სურს. გარდა ამისა, ქვეყნის მთავარ ამოცანას, მის საზღვრებში გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირება წარმოადგენს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნორვეგია გაზის და ნავთობის მსხვილი მომპოვებელია.

სვალბარდის ენერგო მწარმოებლები დროებით დიზელის საწვავის მოხმარებაზე გადავლენ. დროთა განმავლობაში კი ქვეყანა სრულად გადავა განახლებად წყაროებზე.

ამჟამად მე-7 საბადო წლიურად 90 000 ტონა ქვანახშირს მოიპოვებს. დახურვამდე, მისი წლიური წარმადობა 125 000 ტონამდე გაიზრდება. ჭარბი ქვანახშირი მთლიანად ექსპორტზე გავა. ცნობისათვის, ამჟამად ქვანახშირზე მსოფლიო ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply