Nord Stream 2 ევროპული ზამთრისთვის მზად, სავარაუდოდ, არ იქნება

Nord Stream 2-ის მილსადენს აქვს პოტენციალი, განმუხტოს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ დაბრკოლებები რჩება. გაზსადენის სრულ ამოქმედებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

ბალტიის ზღვის ქვეშ გერმანიასთან 750 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდა და დაიწყო შემოწმების პროცესი. მიმდინარე კვირაში ექსპორტიორმა Gazprom-მა მიიღო დანიის თანხმობა ერთ-ერთი ხაზის ასამოქმედებლად, მაგრამ მას გერმანიიდან დასჭირდება გადამწყვეტი ნებართვა.

გერმანიის ნებართვა

გერმანიის მარეგულირებელი ორგანო, Bundesnetzagentur, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ Nord Stream 2 აკმაყოფილებს ევროკავშირის რეგულაციებს, რომელიც მოითხოვს გაზის ტრანსპორტის გამოყოფას წარმოებისა და გაყიდვებისგან.

ქვეყანამ იანვრის დასაწყისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიცირების შესახებ, რომელიც  ევროკომისიას განსახილველად უნდა გადაუგზავნოს. შემდეგ ევროკავშირს აქვს ორი თვე – ვადა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი თვით, რაც პროცესს პოტენციურად მაისამდე მიიყვანს.

პოლიტიკური წინააღმდეგობა

ევროპაში გაზის დეფიციტის გამო, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა რეგიონის დამოკიდებულებას რუსეთზე, მის უმსხვილეს მიმწოდებელზე. Gazprom-მა შეზღუდა ნაკადები კონტინენტზე და აღადგინა თავისი რეზერვები ზამთრისთვის, რამაც გამოიწვია კრიტიკა მომარაგების შეწყვეტის გამო. კომპანია აცხადებს, რომ ასრულებს ყველა სახელშეკრულებო ვალდებულებას.

სერტიფიკაციის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ევროპა ზამთარს გაზის მარაგის ყველაზე დაბალი დონით ხვდება. ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ Nord Stream 2-მა შეიძლება დაიწყოს გაზის მიწოდება საჭირო ნებართვების გარეშე. მაღალჩინოსანმა კანონმდებლებმა მოუწოდეს ევროკომისიას, გამოიყენოს ძალაუფლება ევროკავშირის კანონების აღსრულების მიზნით. მათ განაცხადეს, რომ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და მოითხოვენ “კომისიის მკაფიო და საიმედო დასკვნას სერტიფიცირების პროცედურის შესახებ”

ევროკავშირის სასამართლო ოთხშაბათს გასცემს დასკვნას Nord Stream 2-ის მიერ შეტანილ საჩივარზე გაზის ბაზრის კანონმდებლობის განუყოფლობის შესახებ. გასულ წელს სასამართლომ უარყო კომპანიის მოთხოვნა კანონის გაუქმების შესახებ. სასამართლო ანგარიშები, როგორც წესი, კარგი მაჩვენებელია, თუ როგორი შეიძლება იყოს საბოლოო გადაწყვეტილება.

პოლიტიკოსებს ასევე უნდა შეეფასებინათ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნილება, წიაღირსეული საწვავიდან დაშორების დაჩქარების ნაცვლად. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის მწვანეთა პარტია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოალიციის მოლაპარაკებებში ქვეყნის ბოლო არჩევნების შემდეგ, შემდგომი პოლიტიკური ჩავარდნები არ არის გამორიცხული.

სამართლებრივი რისკი

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარ კადრი სიმსონისადმი გაგზავნილ წერილში, კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მზად უნდა იყოს გამოიყენოს “შუალედური ზომები”, თუ Nord Stream 2 დაიწყებს გაზის მიწოდებას გერმანიაში საჭირო ნებართვების მიღებამდე.

მას შემდეგ, რაც მილსადენის ოპერატორმა გამოაცხადა, რომ დაიწყო ერთ-ერთი ხაზის გაზით შევსება, გერმანულმა მარეგულირებელმა ასევე მოითხოვა გარანტიები, რომ იგი არ დაიწყებდა გაზის მიწოდებას საჭირო ნებართვების მოპოვებამდე.

მილსადენზე ნებისმიერი ადრეული ნაკადი, სავარაუდოდ, სწრაფად გამოვლინდება და ყველა მონაწილე მხარეს ჯარიმები დაეკისრება. იქნება თუ არა ოპერატორი მზად, დაეკისროს ჯარიმა, ევროპის საწვავის უკიდურესი მოთხოვნილების გამო, გაურკვეველია. Nord Stream 2-მა რამდენჯერმე თქვა, რომ ის დაიცავს ყველა საჭირო პროცედურას მიწოდების დაწყებამდე.

2021 ჯერ კიდევ თამაშშია

ზოგიერთი ინდუსტრიის დამკვირვებელი, Bank of America Corp-დან ICIS-ში, კვლავ ხედავს Nord Stream 2-ის მიმდინარე წელს ამუშავების პოტენციალს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ენერგეტიკული კრიზისი დააჩქარებს მარეგულირებელ ნებართვებს.

“ჯერ კიდევ სავარაუდოა, რომ Nord Stream 2 შეიძლება ამუშავდეს 2021 წლის განმავლობაში. მხოლოდ იმიტომ, რომ მარეგულირებელს აქვს მაქსიმუმ ოთხი თვე განაცხადის დასამტკიცებლად, არ ნიშნავს იმას, რომ ამას დასჭირდება ოთხი თვე”,- თქვა ტომ მარზეკ-მანსერმა, ICIS-ის ანალიტიკოსმა.

მაშინაც კი, თუ მილსადენი მალე ამოქმედდება, გაურკვეველია აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი წარმოების რესურსი, რომ სწრაფად გაზარდოს ექსპორტი ევროპაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მოთხოვნა იზრდება. Nord Stream 2-ის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ Gazprom-ს უკვე აქვს საკმარისი რაოდენობის მიწოდების მარშრუტები სხვა ქვეყნებში და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მარაგების ნაკლებობა უფრო წარმოების შესაძლებლობების პრობლემაა.

ამრიგად, სავარაუდოა, რომ Nord Stream 2 რეგიონში გაზის სერიოზული დეფიციტის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ვერ აღმოფხვრის მას. ამრიგად, მოკლევადიან ფასებზე გავლენა შეზღუდული იქნება, რადგან ევროპა დამოკიდებული იქნება მიწოდებისა და მოთხოვნის რიგ ფაქტორებზე კრიზისის შესამსუბუქებლად.

წყარო: “ბინზესფორმულა”

Leave a Reply