ნოვაკმა არ გამორიცხა ზამთარში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება

სანავთობო ბაზარი დაბალანსებულია, არ არსებობს პრობლემები არასტაბილურობასთან დაკავშირებით როგორც გაზის ბაზარზე, მაგრამ ზამთარში შეიძლება მოხდეს ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ფორუმზე “რუსეთის ენერგეტიკული კვირა”. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.

მისი თქმით, სანავთობო ბაზრის აღდგენა მოხდება თანმიმდევრულად: 2021 წელს მოთხოვნილების ზრდა შეადგენს 6 მილიონ ბარელს/დღეში, ხოლო 2022 წელს ბაზარი შესაძლოა სრულად აღდგეს 2020 წლის დანაკარგებისგან.

“ჩემი აზრით, ბაზრების აღდგენა საკმაოდ სწრაფად ხდება – გაზის ბაზარზე აღდგენა თითქმის სრულად მოხდა. სანავთობო ბაზრის აღდგენა ხდება თანმიმდევრულად, 2021 წელს მთლიანი მოთხოვნილების ზრდა იქნება დაახლოებით 6 მილიონი ბარელი/დღეში დაკარგული 10 მილიონი ბარელიდან/დღეში. მომავალ წელს შესაძლოა ჩვენ მივიღოთ სრული აღდგენა”, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, გაზის ბაზრისგან განსხვავებით, სანავთობო ბაზარი “ახლა შედარებით მეტად პროგნოზირებადი და გასაგებია მონაწილეებისთვის”.

ამიტომ, მე ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას (სანავთობის ბაზრისთვის)  არასტაბილურობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვა ბაზრებზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ “OPEC +”- ის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებით “, – განაცხადა ნოვაკმა.

Leave a Reply