40-გვერდიანი ანგარიში – თეთრი სახლი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რალურ ნაბიჯებს დგამს

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური ცვლილებების და ეკონომიკური რისკების არმოსაფხვრელად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ამ მიზნით თეთრმა სახლმა 40-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს.

ანგარიში ასახავს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს იპოთეკის პროცესი, ცვლილებები საფონდო ბირჟებზე, საპენსიო გეგმები, ასევე ფედერალური შესყიდვები და მთავრობის ბიუჯეტი.

ეს არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მაისის აღმასრულებელი განკარგულების გაგრძელება, რომელიც არსებითაც ამერიკის მთავრობას მოუწოდებს გაანალიზოს საფრთხეები. მაგალითად ის, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკაზე ექსტრემალურ სიცხეს, წყალდიდობას, შტორმს, ტყის ხანძრებს. სწორედ ამიტომ ამ გეგმაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრისთვის კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს.

40-გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნების შედეგ მედიასთან განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა კლიმატის საკითხებში ჯინა მაკარტიმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საფრთხეები რეალურია და რისკები მაღალი. ამიტომაც, მთავრობამ მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა „ახლავე უნდა დაიწყოს“.

კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში ქმნის პრობლემებს, იღუპებიან ადამიანები და დიდია მატერიალური ზარალიც. მხოლოდ ამ წლის დასაწყისში ტეხასში ქარიშხალმა ელექტროენერგიის ხანგრძლივად გათიშვა გამოიწვია, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანმა მატერიალური ზარალი მიიღო. დასავლეთის შტატებში ტყის ხანძრებმა გაანადგურა სასიცოცხლო მნიშნველობის ნარგავები და დაშავდნენ ადამიანები. ასეთი ფაქტები მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა და ამას ასობით სიცოცხლე შეეწირა.

ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, რომ ამერიკამ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ხარჯებს კი ამერიკელი გადამხდელები, ინვესტორები და ადგილობრივი მთავრობები გაიღებენ.

ამერიკის მთავრობის სხვადასხვა სამსახურმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ მათ გეგმის შესწავლაზე მუშაობა დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ სტრატეგიის ცვლილებაზე, რომელიც 1976 წლით თარიღდება. „ჩვენ ახლა ვაღიარებთ, რომ კლიმატური ცვლილებები სისტემური რისკია,“- ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო გეგმა გლაზგოში დაგეგმილი კლიმატის ცვლილებების კონფერენციის წინ გამოაქვეყნა. სამიტი შოტლანდიაში 31 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.

რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო უმოქმედობაში კლიმატურმა აქტივისმა გრეტა თანბერგმაც დაადანაშაულა. მან მსოფლიო ლიდერების განცხადებებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ უსაგნო საუბრები, ე.წ. “ბლა ბლა ბლა” უწოდა.

წყარო: “ამერიკის ხმა”

Leave a Reply