ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და პოლონეთი ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობებზე ითანამშრომლებენ

უკრაინა, აზერბაიჯანი, პოლონეთი და საქართველო შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპა-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

„საქართველოსთან, პოლონეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ შევისწავლით ჩვენი ქვეყნების ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაზე დატვირთვის გაზრდის შესაძლებლობებს და გამოვიკვლევთ თხევადი გაზის პროექტების განხორციელების პერსპექტივებს“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში იაროსლავ დემჩენკოვმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია.

გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის, წყალბადის ენერგიის წარმოებისა და ენერგეტიკის სექტორში კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

უკრაინა და საქართველო გეგმავენ კომპანიებს, ელექტროოპერატორებს, ენერგეტიკოსებს, მეცნიერებსა და სტარტაპებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply

Menu Title