ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა

ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სთავაზობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას, სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში/ნორვეგია. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.

საქართველო და ნორვეგია – ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა

საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება ხორციელდება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია გააჩნია, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელ წლებში. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზე იმყოფება, როგორც დიდი რეზერვუარი, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.

ნორვეგიას თავის მხრივ დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია არის ნორვეგიის ელექტრო სისტემის მომარაგების ძირითადი წყარო. ნორვეგიას გააჩნია 1660 ჰიდროელექტროსადგური, რაც შეადგენს 31 837-ს ან მთლიანი სიმძლავრის 96%ს. ნორვეგიამ და NTNU–მ აიმაღლეს კომპეტენცია უმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიურად განვითარებისა და ექსპლუატაციის ფარგლებში.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) სამაგისტრო პროგრამები სრულად ისწავლება ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორ აკადემიური წელიწადს (4 სემესტრს) და შედგება 120 ECTS კრედიტისგან. პროგრამა ღია არის, როგორც საერთაშორისო ისევე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.

ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ უზრუნველყონ, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერა ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით შემდეგ დარგებში: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერიის დარგში, სტრუქტურული ინჟინერიის დარგში, წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერიის დარგში და ასევე ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში.

პროგრამის კომპონენტები

სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და ფართო ჯგუფის პროექტებსსადაც სტუდენტები იყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვილ გამოცდილებას და ახორციელებენ ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების ალტერნატიული მოდელების მიზანშეწონილობის შესწავლას.

ეს გულისხმობს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ტექნიკის სინთეზი, გარემოსა და ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად

მეორე და დამამთავრებელი წელი შედგება საშემოდგომო, ოთხი სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან, ხოლო სრული საგაზაფხულო სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

მიღებული ცოდნის შედეგები:

  • ფართო საბაზისო ცოდნა მათემატიკაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში და კომპიუტერულ მეცნიერებაში

  • ფართო საინჟინრო და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში

  • ცნობიერება არჩეულ სოციალურ მეცნიერებაში, ჰუმანიტარულ და სხვა არა ტექნიკურ დისციპლინებში, რომელიც კავშირშია საინჟინრო პროფესიასთან

  • ინჟინრის როლის გაგება ყოვლისმომცველ საზოგადოებრივ პერსპექტივაში, ცნობადობა ეთიკური მოთხოვნების და მდგრადი განვითარების გათვალისწინება

  • გავრცელების, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი, ინტერდისციპლინარულ ინჟინრულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე

  • შესაძლებლობების და შეზღუდვების გაცნობიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენების დროს, იურიდიული და საზოგადოებრივი ასპექტების გათვალისწინებით

  • უნარი, რომელიც უზრუნველყოფს ულიდეროს და მოტივაცია აუმაღლოს თანამშრომლებს. მათ შორის საკუთარი პროფესიის საერთაშორისო პერსპექტივა და საერთაშორისო ორიენტაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება.

სამუშაო პერსპექტივები ჰიდროენერგეტიკის განვითარების მაგისტრის ხარისხით

ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, თქვენ მოგეცემათ საშუალება საინტერესო ინჟინრის კარიერა გქონდეთ საქართველოში:

  • კონსულტაციების გაწევა საინჟინრო კომპანიებისთვის

  • კონტრაქტორები

  • წყლისა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლობები

  • დეველოპერები

  • ელექტროენერგეტიკული და კომუნალური კომპანიები

სტიპენდიები

სტიპენდიები დაფარავს:

  • ნორვეგიაში ცხოვრების ხარჯების დასაფარად დაწესებულ მინიმალურ აუცილებელ ხარჯს. მოცემული თანხა დადგენილია ნორვეგიის საემიგრაციო ორგანოების მიერ და ექვემდებარება ყოველწლიურ კორექტირებას. სტიპენდიის ოდენობა შესაბამისად რეგულირდება.

  • მგზავრობის ორმხრივ ხარჯებს ნორვეგიაში

  • ნორვეგიის ვიზაზე და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ანაზღაურებას

  • სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური ლეპტოპის ტიპის კომპიუტერი.

  • სემესტრულ გადასახადს სტუდენტურ ორგანიზაციაში ჩასარიცხად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა გქონდეთ:

  1. მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო, ჰიდრავლიკური ან წყლის რესურსების ინჟინერიაში ან ექვივალენტი. ხარისხი უნდა იყოს მოპოვებული სემესტრის დაწყებამდე NTNU– ში აგვისტოს თვეში

  2. მინიმუმ 30 ECTS საბაკალავრო ნიშნების ფურცელში, სტატისტიკის მინიმუმ ერთი კურსის ჩათვლით

  3. მაღალი დონის აკადემიური მოსწრება: პროგრამაში მოხვედრის მინიმალური ზღვარია C ან უფრო მაღალი ხარისხის ECTS. NTNU აკონვერტირებს GPA-ს სხვა ქვეყნებიდან და უსადაგებს საკუთარ სისტემას, ამ შეფასების საფუძველზე სტუდენტები შესაბამისად განლაგდებიან სარეიტინგო სიაში. NTNU– ს არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს სტუდენტის საშუალო ქულა ოფიციალური განაცხადისა და დოკუმენტაციის მიღებამდე, შესაბამისად აღნიშნული არ ითვლება სავალდებულოდ

  4. ინგლისური ენის დონე (იხილეთ ქვემოთ).

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადამოწმებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ რომელიმე საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე, პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში

მას შემდეგ რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU– ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს NVE–ს.

საკონტაქტო პირები
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ომარ წერეთელს და ნიკოლოზ ლეკიაშვილს: omarimemo1991@gmail.com და nlekiashvili3@gmail.com

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: პაატა ცინცაძე, p.tsintsadze@gtu.ge

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: მურმან მარგველაშვილი, murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

  • ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში: დავით მაღრაძე, David.Magradze@mfa.no

  • ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი: ქალბატონი ქირსთენ ვინჰერ ვესთგაარდი (Kirsten Winther Westgaard), kwe@nve.no

  • ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: სტუდენტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის განყოფილება: admissions@st.ntnu.no

თუ გსურთ მიიღოთ მოწვევა საინფორმაციო ციფრულ შეხვედრაზე, გთხოვთ აცნობოთ Arne Søiland-ს (NVE), შემდეგ მისამართზე: arso@nve.no, (თარიღი არ არის გადაწყვეტილი).

წყარო: georgian.caucasianjournal.org

Leave a Reply