გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

გიორგი ფანგანი: სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება

სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება,- ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სისტემაში პრობლემა და ხარვეზი არ არის.

„ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვუყურებთ სისტემაში პრობლემა და ხარვეზი არ არის, განსხვავებით ივლისის თვისგან, როდესაც კონკრეტულად თბილისში გამოვლინდა, რომ „თელმიკოსა“ და „თელასის“ გაყოფის პროცესში იყო დარიცხვის პრობლემა. ჩვენ მაშინ ძალიან ხისტად, კანონის საშუალებით მივუდექით ამ საკითხს და მილიონი ლარის თანხა ჩამოეწერა დაახლოებით 220 ათას მომხმარებელს. ჩვენ შეუვალები ვართ, როცა საქმე ეხება მომხმარებლებს და ზოგადად, როდესაც არის დარღვევა ნებისმიერი ჩვენი რეგულაციის, თუმცა ამ ეტაპზე იყო შეხვედრები. ჩვენ შევხვდით მოქალაქეებს, გავესაუბრეთ, ვნახეთ მათი ქვითრები. მართალია, გასაგებია მათი გულისტკივილი, რომ 2 ქვითარი მიუვიდათ, მაგრამ კილოვატებში რომ გადავიყვანოთ, მათთვის არაფერი შეცვლილა, იგივეა, უბრალოდ ცოტა ადრე მოუწია ქვითრის მიღება. შემდეგი უფრო გვიან მიუვათ და გასწორდება. სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

Leave a Reply

Menu Title