“რუსეთი ევროპას დასცინის”

რეკორდულად მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე, საწვავის დეფიციტი ბრიტანეთის ავტოგასამართ სადგურებზე, ელექტროენერგიის განრიგით გათიშვები ჩინეთში – 2021 წლის შემოდგომამ მსოფლიოში მწვავე ენერგოკრიზისმა ყველანაირ ენერგომატარებლებზე – ნახშირზე,ბუნებრივ აირზე, ნავთობზე – ფასების ზრდა გამოიწვია.

ამის შედეგები თითქმის ყველამ იგრძნო. ევროპის მთავრობები ენერგომატარებლების რეკორდული გაძვირების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტები აღმოჩნდნენ, საწარმოების ნაწილს სამუშაოს შემცირება ან დროებით დახურვა მოუწვია.

მოსკოვი ბოროტად ხითხითებდა, როდესაც ევროპა რუსეთს გაზის მიწოდების გაზრდას ემუდარებოდა – სწორედ იმ გაზის, რომლის მოშორებას ევროპა წლების მანძილზე ცდილობს.

ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც ამერიკის ბატონობით მსოფლიო ენერგეტიკაში და გაზის და ნავთობის რეკორდული ექსპორტით თავს წლების მანძილზე იწონებდნენ, დღეს ევროპისთვის დამატებითი თხევადი გაზის მიყიდვაზე უარს ამბობენ – ქვეყანას ამდენი გაზი ფიზიკურად არ გააჩნია.

ჩინეთი, რომელიც წლების მანძილზე არწმუნებდა მთელს მსოფლიოს იმაში, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადადის, დღეს ნახშირის უპირატესობებს ისევ იხსენებს.

ენერგიის დეფიციტის და უკიდურესად მაღალი ფასების გამო მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთში შეფერხდა საწარმოების ფუნქციონირება – ამან კი გლობალური ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენა შეაფერხა.

2021 წლის ენერგოკრიზისი რამდენიმე ნეგატიური ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. ერთი შეხედვით, წელი კარგად დაიწყო – პანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდები უკან დარჩა, ხოლო ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად დაიწყო. მაჩვენებლები მთელს მსოფლიოში – ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში – მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

თუმცა, პარალელურად, ლოგისტიკამ და ენერგეტიკამ, რომლებიც 2020 წელს ლოკდაუნის რეჟიმზე გადავიდნენ, ნორმალურ რიტმში დაბრუნება ასე სწრაფად ვერ მოახერხეს. შედეგად, გაჩნდა უფსკრული მოთხოვნას და მოხმარებას შორის, რამაც ბუნებრივად, ფასების ზრდა გამოიწვია.

თავისი როლი ასევე ამინდმაც ითამაშა – ყინვამ ენერგომატარებლების მოხმარება გაზარდა, არასაკმარისმა ქარმა შესაბამისი ელექტროსადგურების მუშაობა შეაფერხა, წყალდიდობემბა ნახშირის მოპოვების პროგნოზები და გეგმები ჩაშალეს.

თუმცა, არანაკლები როლი ენერგოკრიზისში არასწორ პოლიტიკასაც მიუძღვის – ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი ზედმეტად ფორსირებული აღმოჩნდა, და ახალი ალტერნატიული წყაროების მიერ ენერგიის გამომუშავება ნახშირზე გაზზე, და ნავთობზე უარი თქმის ტემპებს აშკარად ჩამორჩებოდა.

შედეგად – ნედლეულით გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა უფრო სწრაფად კლებულობდა, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა წყაროების მიერ გამომუშავებული იზრდებოდა. ამას ემატებოდა ასევე ატომური ენერგიის გამოყენების მკვეთრი შემცირდება.

ენერგოკრიზისის მთავარი ბენეფიციარი რუსეთია – მას ხელში უჭირავს გაზის ონკანი, და მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ევროპის ენერგეტიკული მომავალი მის ხელთაა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title