პანდემიამ „მწვანე ენერგეტიკის“ დანერგვა შეაფერხა

ამის ყველას ეშინოდა, თუმცა საბოლოოდ, 2021 წელმა ისევ გლობალური პანდემიის ეგიდის ქვეშ ჩაიარა. მეორე პლანზე გადავიდა სხვა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად მწვანე ენერგეტიკის დანერგვა, რომელიც მომავალში მსოფლიო ეკონომიკისთვის გადამწყვეტი იქნება, მაგრამ არა დღეს.

პანდემიის პირობებში, მსოფლიოს ყურადღება რამდენიმე საკითხმა მიიპყრო:

ინფლაცია
2021 წელს კაცობრიობა არა ლოკდაუნებმა, არამედ ფასების საყოველთაო ზრდამ, და ეკონომიკური თანამშრომლობის და მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ შეძრა. ეს შეეხო როგორც პროდუქციის წარმოებას, ასევე მუშახელის გადაადგილებას – შედეგად ინფლაცია წარმოუდგენლად გაიზარდა, რამაც ასევე თითქმის ყველანაირი საქონლის გაძვირებაც გამოიწვია. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყნების უმრავლესობა კორონაკრიზისიდან მოსალოდნელზე სწრაფად გამოვიდა, ხოლო ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორც, მაგალითად ნავთობ-გაზის მოპოვება ან ლოგისტიკა, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში მუშაობენ – მათ გადაწყობას და ნორმალური ფუნქციონირებისკენ დაბრუნებას საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება.

პირველ რიგში გაძვირდა რესურსები და ენერგომატარებლები, მაგრამ გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ყველა პროდუქტზე, რომელსაც სჭირდება მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობა და აწყობილი ლოგისტიკური კავშირები – მაგალითად, ავტომობილები.

ამას დაემატა მუშახელის დეფიციტი, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები გაზარდა.

განვითარებულ ქვეყნებში ამ ფაქტორების დაემატა რბილი მონეტარული პოლიტიკა, რომლის გადახედვაც ჯერ მხოლოდ იწყება. შედეგად, უკვე შუა წლიდან ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაკროეკონომიკური თემა გახდა.

შრომის ბაზარი
პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა შრომის ბაზარზეც – მიგრაციული ნაკადების შეცვლასთან ერთად, კორონავირუსმა საოფისე თანამშრომლების მუშაობის ფორმატი შეცვალა. ჩვენ დისტანციური რეჟიმის არნახული გავრცელების და დაჩქარებული გაციფრვის მოწმეები გავხდით. ზოგჯერ უფრო მეტი მასშტაბით, ვიდრე ეს დამსაქმებლებს სურთ. ბევრი დასაქმებულისთვის ამან ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ბაზარი კი უფრო კონკურენტული გახდა.

მაგალითად, დამსაქმებლებს შეუძლიათ აიყვანონ სამსახურში ადამიანები, რომლებიც სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებს, სადაც დისტანციურად მომუშავე კვალიფიციურ კადრებს მოგზაურობის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ.

მწვანე დღის წესრიგი
2021 წელი ისტორიაში მწვანე ეკონომიკის და ენერგეტიკისკენ შემობრუნებით შევა. 2021 წლამდე საუბრები ეკოლოგიაზე დიდწილად საუბრებად რჩებოდა, თუმცა გასულ წელს ჩვენ ამ კუთხით მნიშვნელოვანი და კონკრეტული გადაწყვეტილებები დავინახეთ. მაგალითად, აშშ-მ, ევროპის ქვეყნებმა, ჩინეთმა, და რუსეთმაც კი შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების შემცირების, და ეკონომიკის „დეკარბონიზების“ კუთხით. ჯერ გაურკვეველი რჩება ამ გეგმების რეალიზების საკითხი, განსაკუთრებით, მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე, როდესაც ევროპის მთავრობები მზად არიან ნახშირის გამოყენებაც კი გაზარდონ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პანდემიამ დეკარბონიზების პროცესი შეაფერხა, სავარაუდოდ, ეს დროებითიო შეფერხებაა – პოლიტიკური ლიდერების განწყობები აშკარად შეიცვალა, და ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია.

პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის შემდგე გლობალური ეკონომიკის მთავარი თემა სწორედ „მწვანე გადასვლა“ გახდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title