„მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ დავალიანება დაფარა

ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების მიღების შემდეგ, გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ მიმდინარე დავალიანება სრულად გადაიხადა.

აღნიშნულის შესახებ მოლდოვური კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

“სს „მოლდოვაგაზმა“ 2022 წლის იანვრის პირველ ნახევარში მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური სრულად გადაუხადა სს “გაზპრომს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის თანხამ 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ეს არის 63 მილიონი აშშ დოლარის ბოლო ტრანში, რომელიც ამ პერიოდისთვის უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული“, – აცხადებენ კომპანიაში.
“მოლდოვაგაზის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ვადიმ ჩებანმა მადლობა გადაუხადა მთავრობას ფინანსური მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გამოცხადდა, მოლდოვური მხარის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 21 იანვრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების შესახებ “გაზპრომისგან” შეტყობინების მიღების შემდეგ.
ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title