ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად წლიურად $9 ტრილიონია საჭირო

McKinsey-ს განახლებული ანალიზი აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის კლიმატთან დაკავშირებით დასახული მიზნების მისაღწევად მსოფლიოს წლიურად 9 ტრილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია სჭირდება ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებში. ეს თანხა 3.5 ტრილიონი დოლარით აღემატება იმ ინვესტიციას რაც დღესდღეობით მიემართება ემისიების შემცირებაზე ორიენტირებულ პროექტებში.

McKinsey-ს ანალიტიკოსებს სურდათ გაეგოთ, თუ რა მოცულობის თანხა და რა ტიპის ქცევითი ცვლილებაა საჭირო იმისთვის, რომ სათბურის აირების გაფრქვევა ნულოვან ნიშნულამდე შემცირდეს 2050 წლისთვის, პარიზის შეთანხმების შესაბამისად.

მათი მიგნებები მოიაზრებს, რომ ნახშირის გამოყენება შემდგომი 28 წლის განმავლობაში გლობალურად უნდა შეწყდეს, ხოლო გაზის და ნავთობის წარმოება შესაბამისად, 55% და 70%-ით შემცირდეს, ხოლო 185 მილიონი პოზიცია, რაც გლობალურ ეკონომიკას აღარ დასჭირდება, 200 მილიონი ახალი სამუშაოთი ჩანაცვლდეს. მეორე მხრივ, ენერგოსექტორში ინვესტიციებმა შესაძლოა გაზარდოს ელექტროენერგიის ფასები 20%-ით 2050 წლისთვის.

მართალია დღეს აბსოლუტური სიზუსტით არავინ იცის, კონკრეტულად რა ღირებულების ზიანს მიაყენებს კლიმატის ცვლილებები სამყაროს, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს ზიანი ბევრად დიდი იქნება ვიდრე მისი არიდების ხარჯი.

განვითარებად ქვეყნებს ყველაზე მეტის გაღება მოუწევთ, რადგან მათთვის საჭირო გახდება ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მაგალითად ინდოეთს და აფრიკის რეგიონს შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-მდე დაუჯდეთ. ეს მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში 6.4%-ია. აქაც, არის ქვეყნებს შორის უთანასწორობის ფაქტორი. კვლევამ გამოავლინა ისეთი შტატები, სადაც სამუშაო ადგილების 10%-ზე მეტია დამოკიდებული ენერგოინდუსტრიაზე, ან ავტომწარმოებლებზე. შესაბამისად, ადამიანები უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან, რომ მათი სამუშაო ადგილები დაიკარგება თუ მთავრობები გარდამავალ ზომებს არ მიმართავენ.

ნულოვან ემისიის მაჩვენებელზე გასვლა 2050 წლისთვის უპრეცედენტო თანამშრომლობას მოითხოვს გლობალურად. დაწყებული ეროვნული ლიდერებიდან, დამთავრებული ინდივიდებით. McKinsey-ს მკვლევარების ჯგუფმა განსაზღვრა 9 ძირითადი მოთხოვნა, რაც მოიცავს არა მხოლოდ დაბალი გამონაბოლქვის მქონე ინფრასტუქტურას, არამედ მიწოდების ახალ ჯაჭვებს, კაპიტალის განთავსების ახალ ინსტრუმენტებს, ინსტიტუციურ და საჯარო მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მისაღწევად.

„ეს ჭეშმარიტად გლობალური პრობლემაა, რომელიც გლობალურ გადაჭრას მოითხოვს. ამ პრობლემის გადაჭრას ისეთი დონის თანამშრომლობა და მიზნის გარშემო გაერთიანება სჭირდება, რაც ამ დრომდე არ გვინახავს“,- ამბობს ჰამიდ სამანდარი, McKinsey-ს უფროსი პარტნიორი და კვლევის თანაავტორი.

პარიზის შეთანხმებით, ერებმა აიღეს ვალდებულება გლობალური საშუალო ტემპერატურული ცვლილება 2°C-ზე ქვევით შეინარჩუნონ, რაც საჭიროებს მავნე გამონაბოლქვის ნულოვანი ნიშნულის მიღწევას 2050 წლისთვის.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title