„თელმიკომ“ დიდუბეში კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

თბილისის ელექტრო მიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების ახალი ცენტრი დიდუბეში გახსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას “თელმიკო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამიერიდან, მომხმარებელი, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ, ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას, თბილისში, ოთხ სხვადასხვა მისამართზე შეძლებს. ახალი ცენტრის მისამართია: დიდუბე – ქ. აკაკი წერეთლის №111 ცენტრში მისულ აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: ● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;

ბრუნვის ისტორიის მიღება;
მომხმარებლის განაცხადის მიღება;
რეკვიზიტების დაზუსტება;
ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
გადახდილი თანხის კორექტირება;
დავალიანების გადანაწილება;
გადახდის ვადის გადავადება და სხვა. „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრი აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, შემდეგი გრაფიკით მოემსახურება: ორშაბათი – 9:00-20:00 სთ. სამშაბათი-პარასკევი – 9:00-18:00 სთ. შაბათი – 10:00-15:00 სთ.

გაცნობებთ, რომ დიდუბის გარდა „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრებს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართებზე: საბურთალო – ქ. ოთარ ჩხეიძე №10; გლდანი – ქ. ომარ ხიზანიშვილი №8; დიდი დიღომი – ქ. პეტრე იბერის №16; დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ-ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700 ასევე, დატოვოს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე: info@telmico.ge., – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title