ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროპაში 2035 წლიდან მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების გამოშვება მოხდება

ევროკავშირის საბჭოს ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ინიციტივას, რომელიც ითვალისწინებს 2035 წლიდან მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების წარმოებას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამის შესახებ წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

„საბჭო შეთანხმდა, გაზარდოს CO2-ის ემისიების მიზნობრივი მაჩვენებლები 55%-მდე 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილებისთვის და 50%-მდე სატვირთოებისთვის. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა მიზნობრივი მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდას 2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილისთვის“, – წერია განცხადებაში.

როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, ევროკავშირის ინიციტივა ფაქტობრივად, ასრულებს შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ეპოქას. სააგენტო აქვე დასძენს, რომ უმეტეს ევროპულ ავტომწარმოებელს 2035 წლიდან მოუწევს მხოლოდ ელექტრომობილების წარმოება.

შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვა არის ევროკომისიის გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კლიმატნეიტრალურობის მიღწევას 2050 წლისთვის. გასულ წელს ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება 2035 წლიდან მოხდეს სრულად ელექტრომობილებზე გადასვლა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალოს შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title