გერმანიაში რუსულ გაზზე უარის თქმა ტრილიონ ევროდ შეფასდა

გერმანია თანდათან რეცესიას უახლოვდება და რუსულ გაზზე უარის თქმა, მას ტრილიონი ევრო დაუჯდება, განაცხადა საფონდო ბირჟის ექსპერტმა და ეკონომისტმა იენს ერჰარდტმა Handelsblatt-თან ინტერვიუში.

სპეციალისტის თქმით, გერმანია რთულ პერიოდს გადის ანტირუსული სანქციების შედეგებისა და გაზის მიწოდების შემცირების რისკის ფონზე.

„მაღალი ინფლაცია, გეოპოლიტიკური კრიზისი და ვალის მაღალი დონე, ეს მაღალი ტვირთია. ჩვენ ამას გერმანიაშიც ვიგრძნობთ”, – განაცხადა მან.

ერჰარდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია და მთლიანად ევროპა რუსეთის შეზღუდვით საკუთარ თავსაც ზიანს აყენებენ.

„ჩვენ ვერ შევძლებთ იაფი რუსული გაზის ჩანაცვლებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ თხევადი გაზის სიმძლავრის ზრდა 1 ტრილიონი ევრო დაგვიჯდება”, – თქვა ექსპერტმა.

ეკონომისტმა განმარტა, რომ ინდუსტრია ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდება და ასევე განაცხადა, რომ გერმანიის ეკონომიკა საკმარისად ინოვაციური არ არის.

დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ასე რომ, რუსეთის რეზერვები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით გაიყინა. ასევე გახშირდა მოწოდებები რუსული ენერგო მატარებლებზე უარის თქმის შესახებ. გარდა ამისა, დასავლურმა კომპანიებმა დაიწყეს შიდა ბაზრის დატოვება. ამავდროულად, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები ევროპასა და შეერთებულ შტატებში, უპირველეს ყოვლისა, საკვებისა და საწვავის ფასების ზრდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title