ოლაფ შოლცი დეკემბრისთვის დაგეგმილი ატომური ელქტროსადგურების შეჩერების გადავადებას არ გამორიცხავს

ასეთი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა იოლაფ შულცმა რურის რეგიონის ქალაქ მიულჰაიმის Siemens Energy-ის ქარხანაში, სადაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1″-ის მუშაობისთვის საჭირო კანადაში გარემონტებული ტურბინა ინახება.

ოლაფ შოლცის თქმით, ენერგიის მოსალოდნელი დეფიციტიდან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა ატომური ენერგიის გამოყენების ხანგრძლივობის ვადის გაზრდის საკითხს განიხილავს.

ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი სამი ატომური ელქტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არაა დიდი (სამივე ატომური ელექტროსადგურის წილად გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის 6% მოდის – „აიპრესი”) და მნიშვნელოვანია გერმანიის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის, „მაგრამ მაინც შეიძლება ჰქონდეს აზრი”, – თქვა ოლაფ შოლცმა.

მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ელექტრომომარაგების „ძალიან, ძალიან მკაცრი სტრეს-ტესტის“ შედეგებიდან გამომდინარე. შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, – აღნიშნა შოლცმა.

გაზით მომარაგებაში რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ენერგოდეფიციტის პირობებში ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეჩერების გადავადების მხარდაჭერას, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, მწვანეთა პარტიაც აღარ გამორიცხავს.

პოლიტიკური პარტიების პოზიციებს არ იზიარებს გარემოსდაცვითი ქოლგა ორგანიზაცია Deutscher Naturschutzring (DNR).

ატომური ელექტროსადგურების სიცოცხლის გახანგრძლევების თაობაზე დებატები არის თანმიმდევრული დაზოგვის აუცილებლობის საკითხიდან ყურადღების გადატანა და ამ გზით იბლოკება სუფთა ენერგიიაზე გადასვლა, – აცხადებს DNR-ის პრეზიდენტი კაი ნიბერტი.

გერმანიის ფედერალურ ახალგაზრდულ საბჭოსთან (DBJR) ერთობლივ განცხადებაში DPR-მა კიდევ ერთხელ უარყო ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი შეწყვეტის გადავადება ბირთვული ენერგია – კატასტროფაა მომავალი თაობებისთვის. რადიოაქტიური ნარჩენების სახიფათო სამარხებისადმი თვალყურის დევნება მრავალი მილიონი წლის განმავლობაში იქნება საჭირო, ამბობს ნიბერტი და დასძენს, რომ ატომური ელექტროსადგურების დახურვის გადავადება არც მიწოდების უსაფრთხოებას და არც ელექტროენერგიის ხელმისაწვდომ ფასებს არ უწობს ხელს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title