დაჯგუფება „თალიბანში“ აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურთ

დაჯგუფება „თალიბანს“ რუსული ნავთობის ყიდვა ბარტერით სურს. ამის შესახებ განცხადება ავღანეთის ე.წ. მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთს დააინტერესებს რომელიმე ავღანური პროდუქცია და მზად იქნება, ის ენერგორესურსებში გადაცვალოს.

„თალიბანის“ წარმომადგენელები მოსკოვში მოსალაპარაკებლად 14 აგვისტოს ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აშშ-ის და ნატო-ს სამხედროები ქვეყნიდან გავიდნენ. საერთაშორისო საზოგადოება მათ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

Leave a Reply

Menu Title