ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ომის 173-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება, გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსა და უფრო შორს მდებარე რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. თუ რუსეთის გამო მოხდება კატასტროფა, ის დაარტყამს მათაც, ვინც ჯერ ჩუმადაა. ეს საკითხი უკვე დგას ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე – გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. ცხადია, რუსული ბირთვული შანტაჟი განიხილება სახელმწიფოთა შორისაც. არსებობს დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების შესაბამისი განცხადება. ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ ბირთვულ კრიზისზე რუსეთია პასუხისმგებელი. მაგრამ განხილვებიდან და მოწოდებებიდან ახალი მკაცრი სანქციების დაწესების დროა „როსატომისა“ და ტერორისტი სახელმწიფოს მთელი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ. ყველა რუსული ძალა დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ მთელი მსოფლიო ვერ შეძლებს ერთი ატომური სადგურის დაცვას, მაშინ ის წაგებული იქნება.

Leave a Reply

Menu Title