ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 650 დოლარი შეადგინა.

2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატებოდა.

ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით, რუსეთის მხრიდან მომარაგების შეწყვეტით, ან აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებით იყო გამოწვეული, ბუნებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.

Leave a Reply

Menu Title