დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მარტივი, რომ შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით.

ელჩის თქმით, როცა რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინაში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი ხდება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე („ქალები ენერგეტიკაში. რედ.). ეს მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიები, სადაც უფრო მეტი ქალია ხელმძღვანელ პოზიციებზე, უკეთესად მუშაობენ, უფრო მეტად მომგებიანია და ეს ასეა გლობალურად.

გლობალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალების რეალური დეფიციტია განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში. ეს არ არის მხოლოდ საქართველში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განახლებად ენერგიაზე, ახალ გზებზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ გენდერული მრავალფეროვნება ენერგეტიკულ კომპანიებში, რადგან ქალი ხელმძღვანელი უფრო მეტ ინოვაციებსა და ეფექტიანობას ქმნის.

საქართველოსთან, სადაც არის განახლებადი ენერგიისა და ახალი ტიპის ენერგიის წყაროების დიდი შესაძლებლობები, აშშ მრავალი წელია, თანამშრომლობს.

საელჩო ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოსთან პარტნიორობით ათწლეულების განმავლობაში.

USAID-მა ახლახან დაიწყო 16 მილიონიანიანი პროექტი, რომელიც მიმართულია ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ საქართველოში და სუფთა გარემოსთვის ხელსაყრელი ენერგიის წყაროების განვითარებისკენ“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

Leave a Reply

Menu Title