მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შემუშავება დაიწყეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვინაიდან ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, საქართველომ პარტნორებთან ერთად დაიწყო მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა.

„საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი „აგრი“ ჯერ კიდევ 2015 წელს, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით, ისე რომ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდგომ გაზიფიცირება რუმინეთში. ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა, შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. თქვენ იცით საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი ალიევი და ამის შემდეგ ჩვენ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია გაზისა და ნავთობის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიდან იქნება „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მოხდეს საქართველოსადა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული შეფასება“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს პროექტი გრძელვადიანია და ერთ წელში ის ვერ დასრულდება:

„პირველ რიგში, ჩვენთვის საჭიროა გვქონდეს სრული სურათი, შეფასბა უნდა მოხდეს, შემდგომში უკვე უნდა ჩამოყაიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად დაიწყოთ ამ გეგმის შესრულება. უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით. სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, თუმცა დეტალებს არ გავაჟღერებ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს შესწავლა. იმის მიხედვით თუ როგორ მდგომარეობაშია არსებული ინფრასტრუქტურა ანუ რა ტიპის გაუმჯობესება სჭირდება მას, დაზუსტდება ბიუჯეტიც და პროექტის განხორციელების ვადებიც“.

წყარო: accentnews.ge

Leave a Reply

Menu Title