სიბნელეში, მაგრამ #თქვენსგარეშე – ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ მოლდოვაში ანტირუსული ფლეშმობი დაიწყო

უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის პრობლემა მეზობელ მოლდოვასაც შეექმნა.

მოლდოვაში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამოქმედდა ფლეშმობი ჰეშთეგით #безвас.  რომლის მეშვეობითაც ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ და სიბნელეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. მათი თქმით, ისინი იბრძოლებენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამის შესახებ newsmaker.md წერს.

„სიბნელეში, მაგრამ #თქვენსგარეშე. ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სხვა მომავალი უნდა ჰქონდეთ! და ჩვენ ვიბრძოლებთ მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ცივილიზებულ სამყაროში“, – წერს TRACOM-ის აღმასრულებელი დირექტორი აურელია სალიკოვა ფეისბუქზე..

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title