რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე მოთხოვნა მეოთხედით შეამცირეს.
ამის შესახებ Financial Times-ი ICIS-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ 2022 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაზის მოთხოვნა ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელზე 24%-ით დაბალი იყო, ანალოგიური ვარდნა ოქტომბერშიც დაფიქსირდა.
Financial Times წერს, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას ამცირებენ.
ICIS-ის მონაცემებით, რუსული გაზის ორ უმსხვილეს მომხმარებელში, გერმანიასა და იტალიაში ნოემბერში მოთხოვნა მეოთხედით შემცირდა, გერმანიაში 23%-ით, ხოლო იტალიაში – 21%-ით; საფრანგეთსა და ესპანეთში თითქმის მეხუთედით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდებში – მესამედზე ოდნავ მეტით.
წყარო: kvira.ge