„ფრონტერამ“ არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად გააკეთა

„ფრონტერამ“ არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად გააკეთა

მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 20 პროცენტზე მეტი ბუნებრივ გაზზე მოდის! 2015 წ. ზაფხულში იტალიის ენერგეტიკულმა კომპანიამ Eni–მ სენსაციურად განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტის ნაპირებთან მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი გაზის საბადო – „ზოჰრი“ აღმოაჩინა. ის დაახლოებით ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და წინასწარი მონაცემებით იგი 850 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეიცავს (ამ დროს „ფრონტერას“ მენეჯერის მიერ გამოცხადდა თითქოს საქართველოში 5 ტრლნ კუბ.მეტრის საბადო აღმოაჩნდა…) შედარებისთვის: ციმბირში, იამალზე მდებარეობს რუსეთის ბუნებრივი გაზის უდიდესი საბადოები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის ექსპერტი ზურაბ გარაყანიძე მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ მიერ გამოცხადებული 5 ტრლნ ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ დაანონსებული განცხადება რეალურ საფუძვლებს მოკლებულია და ასეთი ტიპის განცხადება, ინვესტორების დასაინტერესებლად და მათ მოსაზიდად გაკეთდა.

„რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია გაზპრომი, ამუშავებს „იამალის პროექტს“. ეს იქნება ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი. გაზის მარაგი აქ 55 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს და უდიდესია მსოფლიოში. სულ რფ-ს – ბუნებრივი გაზის მარაგი – 47,58 ტრილიონი მ3 ამერიკის შეერთებული შტატები – ბუნებრივი გაზის მოცულობა – 272,5 ტრლნ მ3 (აშშ ფიქლების გაზის „მარცელუსის“ საბადო სულ რამდენიმე წელია მუშავდება…) საუდის არაბეთი – ბუნებრივი გაზის მარაგი 258,5 ტრილიონი მ3-ია კანადა – ბუნებრივი გაზის მარაგები 991,6 ტრილიონი მ3-ია ჩინეთი – ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ფიქლის გაზი აღმოაჩინეს, მაგრამ აცხადებენ რომ ჩინეთი მსოფლიოში ფიქლების გაზის უდიდეს რეზერვუარებზე დგას!

ირანის „სამხრეთის ფარსის“ საბადო მსოფლიოში უდიდესია. მისი მარაგია 28 ტრლნ კუბმეტრი, მაგრამ ინვესტორების დასაინტერესებლად ხშირად აცხადებენ 40 ტრილიონი კუბურ მეტრს! საბადო 9 700 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს. აქედან 3 700 კვადრატული მეტრი არის ირანის ტერიტორიულ წყლებში – სპარსეთის ყურეში. დარჩენილი 6 000 კვადრატული მეტრი კი – ყატარის ტერიტორიულ წყლებში.

ეს საბადო მსოფლიოს გაზის რეზერვების დაახლოებით 8%-ს მოიცავს. ბევრმა უცხოურმა ენერგოკომპანიამ გამოიჩინა ინტერესი ირანში ბიზნესის აღდგენის კუთხით. გასული კვირების მანძილზე ევროპის და აზიის წამყვანი ბიზნესდელეგაციები ეწვია თეირანს. ირანის ხელისუფლების ცნობით, მათ მომზადებული აქვთ 2020 წლამდე განსახორციელებელი დაახლოებით 50 ნავთობისა და გაზის პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 185 მილიარდი დოლარია.

2015 წ. 26 აგვისტოს ირანმა ექსპლოატაციაში გაუშვა ახალი გაზსაქაჩი სადგური, რათა გაზის ექსპორტი გაზარდოს მეზობელი კავკასიის ქვეყნებსა და ანატოლიაში. თუ აქამდე ირანიდან თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დღეში 24 მლნ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ხორციელდება ირანიდან, ეს ახალი ობიექტი საშუალებას იძლევა, რომ ექსპორტი 56 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

თურქმენეთის „გალკინიშის“ საბადოს წარმადობა 21 ტრლნ. კუბ.მ-ია, თუმცა ბრიტანული გეოლოგიური კომპანიის ეს დასკვნა გააპროტესტეს წამყვანმა ენერგოკომპანიებმა და თურქმენეთის მთავრობა იძულებული შეიქნა მარაგები 14 ტრლნ კუბმეტრამდე „დაეწია“!

რფ-ში უდიდესია „ურენგოის“ გაზის საბადო წლიური წარმადობით 10.2 ტრლნ კუბ.მ. „ფრონტერას“ მენეჯერის მიერ გამოცხადებული ჩვენი საბადოს მოცულობის თანაზომადია რფ მეორე ადგილზე მყოფი „იამბურგსკაიას“ – 5.2 ტრლნ კუბ.მ და რფ მესამე ადგილზე მყოფი „ბოვანენკოვოს“ 4.9 ტრლნ. კუბ,მ საბადოები…

ამიტომ სავარაუდოდ, ასაეთი არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად და მათ მოსაზიდად გაკეთდა…“ განაცხადა ექსპერტმა ზურაბ გარაყანიძემ.

Leave a Reply

Menu Title