„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბაქოში, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის დეკლარაციას მოეწერა ხელი

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის მონაწილეები, მისი დაფინანსების მიზნით, მხარს უჭერენ ეროვნულ და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გააქტიურებას, აგრეთვე ენერგორესურსების მწარმოებელ, მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებას აზერბაიჯანული გაზით ევროპის ბაზრის საიმედოდ, უსაფრთხოდ და უწყვეტად მომარაგების მიზნით.

საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სამი პლენარული სხდომა და მრგვალი მაგიდა ჩატარდა.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: აზერბაიჯანული გაზის საბადო „შაჰ-დენიზის“ დამუშავების მეორე ფაზა, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოება, ტრან_ანატოლიური (TANAP) და ტრანს_ადრიატიკული‬ (TAP) გაზსადენების მშენებლობა, რომელთა მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი თურქეთსა და ევროპას მიეწოდება.

Leave a Reply

Menu Title