Tag Archives: #ჩინეთი

ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან

ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან. ამის შესახებ Wall Street Journal წერს ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით. ”ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან, რითაც დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტული მიმართულება და ძირითადი დიპლომატიური ბერკეტის განეიტრალებაც შეძლო, რომელიც ვაშინგტონს ირანთან ხანგრძლივ ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებისთვის სჭირდებოდა”, – ციტირებს გაზეთი” პრაიმ “. კერძოდ, ანალიტიკური კომპანია ...

Read More »

ჩინეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასს ზრდის შიდა ბაზარზე

ჩინეთის შიდა ბაზარზე ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი გაიზრდება. აის შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს ქვეყნის სახელმწიფო კომიტეტი განვითარების და რეფორმების საკითხებში.  ფასები გაიზრდება 19 თებერვლიდან. 1 ტონა ბენზინის ღირებულება გაიზრდება 275 იუანით (დაახლოებით 42,6 აშშ დოლარი), დიზელის საწვავი – 265 იუანით (დაახლოებით 41 აშშ დოლარი). 1 ტონა ბენზინის ფასი იქნება 7690-დან 8130 იუანამდე (1192-დან 1260 აშშ დოლარამდე), 1 ტონა დიზელის საწვავის ფასი ...

Read More »

საუდის არაბეთი რუსეთის წინააღმდეგ: ვინ მიიღებს ჩინეთის ნავთობის ბაზარს

გასულ წელს საუდის არაბეთმა თითქმის 85 მილიონი ტონა ნავთობი გაუგზავნა ჩინეთს, რომელიც ფასდაკლებით შესთავაზა და აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად შეავიწროვა რუსეთი, საიდანაც 83 მილიონ ნახევარი ტონა ნედლეული მიიღო. რუსეთს პრობლემებს სხვა ექსპორტიორებიც უქმნიან – ერაყი, ბრაზილია, ანგოლა, შეერთებული შტატებიც კი, ჩინეთთან ეკონომიკური კონფლიქტის მიუხედავად, აქტიურად ზრდის ვაჭრობას. “ნავთობის განხეთქილების ვაშლი” საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები და ექსპორტიორები არიან, ...

Read More »

FORD-ი ჩინეთში ელექტრო MUSTANG-ების წარმოებას იწყებს

Ford-ი ჩინეთში Mustang-ის ავტომობილების წარმოებას იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, Mustang Mach-E წარმოება წელს დაიწყება. ახალი ელექტროძრავიანი Mustang-ი სპორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მიზანია ჩინეთის ბაზრის დაკავება. Ford–მა ჩინეთში წარმოებული პირველი ლინკოლნის მანქანები გასული წლის მარტში გამოუშვა, მაგრამ ბრენდი ჩინურ ბაზარზე უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება პრემიუმ კონკურენტებთან შედარებით. დასავლური ბრენდები აგრესიულად უმიზნებენ ჩინეთს, სადაც ელექტროენერგიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება. BBC-ი წერს, რომ Volkswagen-ის განმარტებით მალე ...

Read More »

2020 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 1,6%-ით გაიზარდა, გაზის – 9,8%-ით

2020 წლის შედეგებით ჩინეთმა ნავთობის მოპოვება 1.6%-ით გაზარდა  – 195 მილიონ ტონამდე, ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. ამავდროულად, ნავთობის იმპორტი გაიზარდა 7,3%-ით და შეადგინა 540 მილიონი ტონა. გადამუშავების მოცულობა გაიზარდა 3%-ით და 670 მილიონ ტონამდე. დეკემბრის თვეში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0,9%-ით წლიურ გამოხატულებაში და მიაღწია 16,27 მლნ ტონას, ხოლო იმპორტი შემცირდა  15,4%-ით 38,47 მლნ ტონამდე, ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო “სინჰუა”. გასულ წელს ჩინეთში ბუნებრივი გაზის ...

Read More »

AUDI ელექტრომობილებს ჩინეთის უძველეს მწარმოებელ FAW-სთან ერთად შექმნის

Audi ჩინეთის უძველეს საავტომობილო მწარმოებელ FAW-სთან ითანამშრომლებს და ძვირადღირებულ ელექტროძრავებს შექმნის. FAW ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომობილების მწარმოებელია, მის სახელზეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის შექმნილი Hongqi და Red Flag ლიმუზინები. BBC-ი წერს, რომ ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად, სადაც Audi ელექტრომოდელებს შექმნის 4.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და 2024 წელს ჩინგის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩუნგჩუნში გაიხსნება. ”ეს გაღრმავებული პარტნიორობა Audi-სა და FAW-ს შორის ელექტროფიკაციის ახალ ეპოქას ...

Read More »

ერაყსა და ჩინურ კომპანიას შორის ნავთობის 2 მილიარდიანი გარიგება დაიდო

ერაყმა ჩინურ კომპანიასთან ნავთობის მიწოდების რამდენიმე მილიარდიანი გარიგება დადო. უცნობია ჩინური კომპანიის დასახელება და მოაწერა თუ არა ხელი პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა გარიგებას, თუმცა Bloomberg-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული ZhenHua Oil Co., ჩინეთის თავდაცვის სისტემის კონტრაქტორის შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულებამ ტრეიდერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც ერაყს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაყიდოს ნედლი ...

Read More »

ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგში ჩინეთს გაუწევს კონკურენციას

ელექტროენერგიის ფასების ვარდნის წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგისთვის კვლავ მომგებიანი რეგიონია.  კრიპტოვალუტა გიგანტურ კომპიუტერულ ფერმებში მზადდება, რომლებიც რთულ ალგორითმებს ამუშავებენ, რასაც იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც დაახლოებით 70 000 ოჯახს.  მიმდინარე ბაზრის დინამიკა დიდ კრიპტომაინერებს წარმოებისთვის ჩინეთს, ყაზახეთსა და კანადას სთავაზობს, თუმცა, დღევანდელ და სამომავლო ბაზარზე სკანდინავიის რეგიონი მნიშვნელოვან მნიშვნელოვან კონკურენციას ქმნის. სკანდინავიაში, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შედეგად,  ელექტროენერგიაზე ფასი დღეს ევროკავშირის და შესაძლოა ...

Read More »

ჩინეთი სულ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს

ზედიზედ მეოთხე წელია, ჩინეთში გაზის მოპოვება იზრდება 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით წელიწადში. 2021 წელს ბუნებრივი გაზის მოპოვება სავარაუდოდ 186 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს, თქვა ჩინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩანგ ძიანჰუამ. ჩინეთის ენერგო სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ჩანგ ძიანჰუამ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთში ნედლი ნავთობის წარმოება ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება და წელს 194 მილიონ ტონას მიაღწია. ...

Read More »

აშშ-მა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის კომპანიებს სანქციები დააკისრა

აშშ-მა სანქციები დააკისრა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის რიგ კომპანიებს ირანთან სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო. სანქციის სიაში მოხვდა ასევე ერთი ვიეტნამელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ვიეტნამურ კორპორაციასთან.გარდა ამისა, აშშ-მა სანქცია დააკისრა არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ორ კომპანიას ირანში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერის გამო, ორ ჩინურ კომპანიასა და ვიეტნამური კორპორაციას. ...

Read More »
Menu Title