Tag Archives: ##ჰიდროენერგეტიკა

ვარლამ გოლეთიანი: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან. “დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისივე თქმით, თუ პიკეტირებაც ...

Read More »

“ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება”

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორედ ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ ...

Read More »

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები “ნამახვანთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და ...

Read More »

“ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი ნამახვანზე გადის”

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, დღეს ნამახვანჰესზე გადის ქართული ენერგეტიკის განვითარების მომავალი და თუ გაჩერდება ნამახვანჰესის მშენებლობა, საერთოდ არავითარი პერსპექტივა არ ექნება არათუ დიდი და საშუალო ჰესების, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი საქართველოში. ჭარაიას განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტი უკვე იმდენად არასწორ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ...

Read More »

დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

ხელშეკრულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის გამოქვეყნებული და ნებისმიერ მართლა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა რომ ელექტრონულად წაიკითხოს და ზუსტად გაეცნოს თუ რა წერია შიგნით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც პროექტი რიონის ხეობის მოსახლეობას მოუტანს. „შეიქმნა რიონის ხეობის განვითარების ფონდი. 5 მილიონი ლარის ფონდი არის, რომელშიც პარიტეტულად შემოდის როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულებაც არის ...

Read More »

“ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღებია”

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ...

Read More »

“ვერავინ დაასახელებს ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა”

ნამახვანჰესის პროექტში ერთ-ერთი საკითხია ინვესტორისთვის მიწის გადაცემა. ვერავინ დაასახელებს, ვერცერთ ჰიდროსადგურს საქართველოში, სადაც ინვესტორს არ აქვს მიწა, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ჰესი კერძოა, ენგურჰესის გარდა. სხვა შემთხვევაში ინვესტორი ან ფლობს ან გრძელვადიანი ხელშეკრულებით არ სარგებლობს მიწით. ზუსტად ასეთია ევროპული პრაქტიკა. არის პროექტები, როცა ჰიდროსადგური უბრუნდება სახელმწიფოს მაგრამ ამ შემთხვევაში ტარიფი უფრო მაღალია“, – აღნიშნა თურნავამ. მისი თქმით, ...

Read More »

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი აღმართა

გუმათში, გუმათჰესთან პოლიციამ ღამით რკინის ბარიერებით კედელი აღმართა – ამ ადგილას წინა დღეებში ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიციის ცოცხალი ძალის წინ იდგდნენ და მათ თხოვდნენ გადაადგილების უფლების მიცემას. უფლებადამცველი ორგანიზაციები რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის, ეკონომიკის მინისტრმა კი 13 აპრილს რიონის ხეობაში გადაადგილების და პროტესტის უფლების შეზღუდვაზე საუბარს “ანგაჟირება” უწოდა. აქციის ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკა – იმპორტდამოკიდებულებიდან ექსპორტიორობამდე

დღევანდელ სამყაროში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იაფ ენერგიაზე წვდომაა. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. ქვეყანა არ ფლობს ნავთობისა და გაზის საბადოებს. შესაბამისად, საწვავით ჩვენი მომარაგება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ერთადერთი სექტორი, სადაც შესაძლოა გარღვევა მოხდეს, ეს ელექტროენერგეტიკაა. პანდემიამდელ პერიოდში, საშუალოდ, წლიურად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 5%-ით იზრდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ვერ ვხვდებით არათუ გენერაციის ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაშვებით, არამედ მათი ...

Read More »

“უახლოეს დღეებში შევხვდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს „ნამახვანიჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში”

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან შეხვედრებს გავმართავთ, რომელზეც არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს, რომელთაც მათ გადავცემთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს საკმაოდ ვრცელი სია გადასცა და ყველა იმ ...

Read More »