Tag Archives: #ნავთობი

G7 რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს 23 ნოემბერს გამოაცხადებს

G7 ქვეყნებმა 23 ნოემბერს უნდა გამოაცხადონ, თუ რა დონეზე დააწესებენ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრის წინ, 23 ნოემბერს გამოაცხადებს შეთავაზებულ ფასს. წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის ელჩები მხარს დაუჭერენ წინადადებას, იგეგმება შეზღუდვის იმავე საღამოს გამოცხადება. შეზღუდვა, რომელსაც მხარს უჭერს G7 და ევროკავშირი, აუკრძალავს კომპანიებს ტრანსპორტირების სერვისების მიწოდებას, სადაზღვეო და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.78 (-  3.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.64 (-   3.95)  დოლარი/ბარელზე

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $96-მდე შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,39 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,9 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

ბოლო ათ თვეში ნავთობკომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, 2022 წელს გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზრდება. სახელმწიფოები, კომპანიები და მათში დასაქმებულები დაგეგმილზე ნაკლებ შემოსავლებს მიიღებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ასეთი გამონაკლისები კი ნავთობკომპანიებია. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი წლის დასაწყისში $80-ს შეადგენდა, 10 ნოემბრის მდგომარეობით ფასი $92-ა, თუმცა მარტიდან ივლისის ჩათვლით მისი ღირებულება $100-ს აჭარბებდა და რამდენჯერმე $120-საც გადასცდა. დინამიკა მსგავსია WTI-ს შემთხვევაშიც. ნედლი ნავთობის გაძვირებამ BP-ს Shell-ისა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას აგრძელებს

2022 წლის  17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.86 (-  1.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.59  (-   1.33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთის შემდეგ, რუსულ ნავთობზე უარს ინდოეთიც ამბობს

ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები თავს შეიკავებენ რუსული ნედლი ნავთობის შეძენისგან 5 დეკემბრის შემდეგ, როდესაც რუსული ნედლეულისთვის დაწესებული სანქციები შევა ძალაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ინდურ კომპანიას Reliance Industries Ltd, რომელიც ქვეყანაში უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპლექსია, ჯერაც არ გაუკეთებია განაცხადი რუსული ნავთობის გადაზიდვაზე 5 დეკემბრის შემდგომი პერიოდისთვის. ინფორმირებული წყაროების თქმით, კომპანია უცხოური ბანკების რეაქციასა და მეორეული სანქციების დადებას უფრთხის. მას ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა 5,4 მლნ  ბარელით და შეადგინა 435,4 მლნ ბარელი. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  207,9 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1,1 მილიონი ბარელით და შეადგინა  107,4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.  

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.86 (+  0.72)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.92  (+  1.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე ორლოვსკში ნავთობბაზა იწვის – გუბერნატორი დრონებით თავდასხმაზე საუბრობს

რუსეთის ორლოვსკის ოლქის სოფელ სტალნოი კონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს, ნავთობბაზა იწვის. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, “გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, დრონმა სტალნოი კონში ნავთობბაზა ააფეთქა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ნავთობსადენის “დრუჟბას” ტერმინალი დაზიანდა.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,18 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,29 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Menu Title