Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2023 წლის 6 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.87 (+0.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.08  (+0.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ინდოეთი გადამუშავებულ რუსულ ნავთობს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის

ინდოეთი, რუსული ნავთობის შესყიდვებს ზრდის. გადამუშავების შემდეგ კი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ინდოეთის როლი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთმა რუსეთს ამ პროდუქტზე ემბარგო დაუწესა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიუ დელის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის არავინ აკრიტიკებს, რადგან ინდოეთის ქმედებები დასავლეთის ე.წ. ორმაგ მიზნებს შეესაბამება. ერთი მხრივ, რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით ნაკლებ შემოსავალს იღებს და ...

Read More »

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი ახლებურად განისაზღვრება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება. კერძოდ, რესურსებით სარგებლობის უფლება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს. კონკრეტულად კი აღნიშნული ...

Read More »
სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

სირიის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, მიწისძვრის შედეგად დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა

სირიის ქალაქ ბანიასში უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, მიწისძვრის შედეგად დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა. სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარვეზის აღმოფხვრას, სულ მცირე, 48 საათი დასჭირდება. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, დაზიანდა ბანიასში სამინისტროს თანამშრომლების საცხოვრებელი კორპუსები და გაზის საცავი ალეპოში.

Read More »

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალვა ძალაში შევიდა

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,09 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,05 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ფასების ინტენსიური ვარდნის გამო, ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობაა

ნავთობის ფასი ვარდნას პარასკევსაც აგრძელებს იმის გამო, რომ ინვესტორების მოლოდინები ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით განელდა, ხოლო აშშ–ის რეზერვების მოცულობა იზრდება. წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მერყეობა ბარელზე დაახლოებით $10–ს შეადგენს. Bloomberg წერს, რომ ერთის მხრივ, ბაზარი ნავთობზე მოთხოვნას ელოდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი მოხსნა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინვესტორები შიშობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდება. ამ ...

Read More »
ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

თუ ურბანულ ზონებში უფრო მეტ ხეს დავრგავთ ზაფხულში ტემპერატურის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს. კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი ...

Read More »

Shell-ის მოგებამ უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტ Shell-ის მოგებამ 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბრიტანული კომპანიის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმი, $39.9 მილიარდი შეადგინა. გასულ წელს Shell-ის მიერ დაფიქსირებული მოგება ორჯერ აღემატება 2021 წლის $19.3 მილიარდს და მათ შორის კომპანიის წინა რეკორდსაც, რომელმაც 2008 წელს $31 მილიარდი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 04,1 მლნ  ბარელით და შეადგინა 452,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,6 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,3 მილიონი ბარელით და შეადგინა  1157,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »
Menu Title