Tag Archives: #რუსეთი

“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

როსნეფტი 2022 წლის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე. როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტის ოტაბეკ კარიმოვის განცადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ნავთობის ფასმა მომდევნო ნახევრის ბოლოს შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადა მან. მისი თქმით, მსოფლიოში ენერგორესურსების ძალიან სერიოზული დეფიციტია და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ფასებზე. კარიმოვმა აღნიშნა, რომ “OPEC +”-ის ქვეყნებს არ შეუძლიათ ...

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. ბორის ჯონსონის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ვიმედოვნებთ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს ...

Read More »

პუტინი ბელორუსის მხრიდან EU-სთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, მოელაპარაკოს ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. პუტინის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის სატრანზიტო პარტნიორების ურთიერთობას. ბელარუსის მილსადენები რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის, რაც ამცირებს გაჩერების რისკს. “ამაში კარგი არაფერია და, რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები. თეორიულად, ლუკაშენკოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პრეზიდენტს, ალბათ შეუძლია გასცეს ბრძანება და შეწყვიტოს მიწოდება ევროპაში, თუმცა ეს იქნება ...

Read More »

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი 2023-2024 წლებში ნავთობის რეკორდულ მოპოვებას პროგნოზირებს

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი ნიკოლაი შულგინოვი მიიჩნევს, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მოცულობამ შესაძლოა დაახლოებით 560 მილიონ ტონას მიაღწიოს, – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისი აზრით, რუსეთს შეუძლია გაიმეოროს „შავი ოქროს“ მოპოვების რეკორდული მოცულობა. შეგახსენებთ, რომ ნავთობის მოპოვების რეკორდი რუსეთმა 2019 წელს დაამყარა. შემდეგ წელს შესაძლებელი გახდა დაახლოებით 560,3 მილიონი ტონა ნედლეულის ამოტუმბვა.

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პოლიტიკა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის პროექტის წარდგენიდან 10 წელი გავიდა. პროექტის წარდგენისას არსებული დადებითი განწყობა კი მოსკოვის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა რადიკალურად შეცვალა. პროექტის მეორე ნაწილის ამოქმედების შედეგად მოსკოვისათვის შესაძლებელი გახდება ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. ბუნებრივი აირის ფასი იმატებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დადებული პირობა ევროპისათვის ბუნებრივი ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება შეთანხმება 60/40-ზე, რაც ენგურჰესის გამომუშავების 60%-ის აფხაზეთისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, ვინაიდან, აფხაზეთში გაზრდილი მოხმარების გამო, ეს 60% საკმარისი არ არის ოკუპირებული რეგიონისთვის, წელს დეფიციტი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. სავარაუდო შეთანხმების მოდელი ასეთია – ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, როდესაც მოხმარება პიკს აღწევს და ენგური-ვარდნილჰესების გამომუშავება რეგიონისთვის საკმარისი არ არის, რუსეთიდან რეგიონს ...

Read More »

რუსეთს და ირანს ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით დაბრუნება სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, სატელეფონო საუბრის დროს მოწოდება გამოთქვეს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება აღდგეს პირვანდელი სახით. „მათ აღნიშნეს, რომ ესაა ერთადერთი საშუალება, უზრუნველყოფილ იქნეს ყველა მხარის უფლებები და ინტერესები“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადებაში. ბირთვული შეთანხმება გაფორმებულ იქნა 2015 წელს ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოებს ...

Read More »

დავით ნარმანია: რუსეთიდან მიღებული გაზი უმნიშვნელოა, წლიდან წლამდე 90 პროცენტზე მეტ გაზს ვიღებთ აზერბაიჯანიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, რუსეთიდან მიღებული გაზის წილი უმნიშვნელოა. მისივე თქმით, ხანდახან პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ საკითხზე პედალირებენ, თუმცა ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. „ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველო რუსეთზე არის ჩამოკიდებული გაზის მიწოდების ნაწილში, ჯამში 2020 წელს 2 ნახევარი მილიარდი მეტრ კუბი გაზი იქნა მოხმარებული, საიდანაც რუსეთიდან მიღებული გაზი მხოლოდ 0,2 მილიარდი ...

Read More »

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა და მიედინება საპირისპირო, რუსეთის მიმართულებით. ამას ადასტურებს გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade-ის მონაცემები. გაზის ნაკადის მიმართულების ცვლილება სამი მაგისტრალური მილსადენიდან ერთ-ერთით, რომლითაც რუსულ გაზს დასავლეთ ევროპას აწვდის, უკვე მეორედ მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. მიწოდების დეფიციტის გამო ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი გასულ კვირას 23%-ით გაიზარდა. მიწოდება შეიზღუდა იმ ფონზე, როცა ზოგიერთი რეგიონალური პოლიტიკოსი კრემლს მიწოდების შეზღუდვაში ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომი“ ასრულებს გაზის მიწოდებას რუსეთში მიწისქვეშა საცავებში, რათა უზრუნველყოს შიდა ბაზარზე გაზის უწყვეტი მიწოდება ზამთარში და ევროპის ობიექტებზე მიწოდების გაზრდას იწყებს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთში დამატებითი არასამუშაო დღეების გამოცხადების გამო, გეგმაზე მეტად ჩატვირთვის გაგრძელება 7 ნოემბრის ჩათვლით გადაწყდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ...

Read More »
Menu Title